უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, YouTube-მა რუსეთის სამთავრობო არხებს, მათ შორის, Russia Today-ს ვიდეოსერვისის მონეტიზაციის უფლება ჩამოართვა, ცოტა ხნის წინ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო კომპანია Meta-მაც.
“განსაკუთრებული გარემოებებიდან” გამომდინარე, YouTube რუსულ მედიაარხებს პლატფორმიდან შემოსავლების მიღებას უზღუდავს. სპიკერის თქმით, აღნიშნული არხებიდან გავრცელებული კონტენტს YouTube-ის ალგორითმი მომხმარებლებს ნაკლებად შესთავაზებს.
Russia Today-ის პროდუქტი კი უკრაინაში სრულად მიუწვდომელი იქნება, “უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნის” შესაბამისად.
აღსანიშნავია, რომ 26 თებერვალს კომპანია Meta-მ რუსეთის სამთავრობო მედიაარხებს Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამების განთავსება და რეკლამებით შემოსავლების მიღება შეუზღუდა.