“თუ ქართველმა ხალხმა არ გაანძრია ხელი,საქართველო ჰგავს კლასში ჩარჩენილს…”-მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესსა და სენატში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ამერიკელი პარტნიორების მთავარი გზავნილი იყო ის, რომ თუ ქართველი ხალხი თავად არ მოინდომებს თავისუფალი, დემოკრატიულ სისტემის შექმნას, ისინი დახმარებას ვერ შეძლებენ.

“ამერიკის კონგრესში ყველა მეუბნება, რომ დაიღალნენ. ისმის ფრაზა ძალიან გვიყვარს საქართველო, მაგრამ თუ ქართველ ხალხს არ უნდა თავისუფლება და ნორმალური დემოკრატიული სისტემა, ჩვენ რა ვუშველოთ. ჩვენ გვაქვს ბევრი სხვა პრობლემა მსოფლიოში. ეს დაახლოებით ისე ჟღერს, ბაიდენმა რომ თქვა ავღანეთზე – თუ არ უნდათ ბრძოლა, ჩვენ რატომ უდნა ვიბრძოლოთ მათ ნაცვლადო. ეს ფრაზა გუშინ და გუშინ წინ დაახლოებით 15-ჯერ მოვისმინე, რომ “თუ თქვენ არ გინდათ თავისუფლება, ჩვენ რა შუაში ვართ, რას დადიხართ და რას გვეწუწუნებით აქ” – დაახლოებით ასე ჟღერს, მათი დიპლომატიური ენიდან რომ გადმოვთარგმნოთ. საუბარი იმაზე, რომ “ამერიკელებმა თუ არ შემოიღეს სანქციები არაფერი გვეშველება” – ამერიკელები არ შემოიღებენ სანქციებს თუ ხელი არ გავანძრიეთ”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით პირობას შეასრულებს, თუმცა არჩევნებზე საზოგადოების მაღალი აქტივობის გარეშე, ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარება არც ამით შეიცვლება.

“მიშა თუ არ ჩამოვა, არაფერი გვეშველება” – მე რა თქმა უნდა შევასრულებ იმას რაც ვთქვი, მაგრამ თუ ხელი არ გავანძრიეთ… მიშას აქვს ორი ხელი და ორი ფეხი, ერთი პირი და იმ პირსაც დააფარებენ ხელს ორ წუთში, უპრობლემოდ. თუ ქართველმა ხალხმა არ გაანძრია ხელი, ვერც მიშა ვერაფერს ვერ შველის. ჩვენ დაგვრჩა რამდენიმე დღე იმისათვის, რო ვიმოქმედოთ. ჩვენი აქტიური ქმედებების გარეშე არაფერი შეიცვლება, მაგრამ ქმედებებისთვის უნდა ვიყოთ მზად. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო ჰგავს კლასში ჩარჩენილს. ჩვენ ვიბრძოლებთ ძალიან აქტიურად. არ ვაპირებ გავითვალისწინო რაიმე, გარდა იმისა, რაც არის საქართველოსთვის სწორი”, – აღნიშნა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: