ვოლოდიმირ ზელენსკი ანტონიო გუტიერეშს – ჩამოერთვას აგრესორ ქვეყანას გაეროს უსაფრთხოების საბჭოში ხმის უფლება, რუსეთის მოქმედებებს მიენიჭოს უკრაინელი ხალხის გენოციდის კვალიფიკაცია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს მოუწოდა რუსეთის ფედერაციის მოქმედებებს უკრაინელი ხალხის გენოციდის კლასიფიკაცია მიანიჭოს. ამის შესახებ მან „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე განაცხადა.

„ჩამოერთვას აგრესორ ქვეყანას გაეროს უსაფრთხოების საბჭოში ხმის უფლება, რუსეთის ფედერაციის მოქმედებებსა და განცხადებებს მიენიჭოს უკრაინელი ხალხის გენოციდის კვალიფიკაცია. დაგვეხმარონ რუსი ჯარისკაცების ცხედრების რუსეთში გადასვენებაში. ამ თემებზე ვისაუბრე გაეროს გენერალურ მდივანთან“- აღნიშნა ზელენსკიმ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share