რუსეთის ძალებმა კიევში მდებარე ბავშვთა ონკოლოგიურ საავადმყოფოს, “ოხმატდიტს” ცეცხლი გაუხსნეს. საარტილერიო თავდასხმის შედეგად 1 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 4 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის 2 ბავშვია. მათ სხვადასხვა სიმძიმის, კიდურების დაზიანებები აქვთ.
ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის თანადამფუძნებლის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა საავადმყოფოს ცეცხლი გამიზნულად გაუხსნეს, სწორედ მაშინ, როდესაც შენობაში სხვა დაშავებული ბავშვები შეჰყავდათ.