“ამაზე დიდი ომი რაღა უნდა იყოს? ეს ჩემთვის ომია და ომზე მეტიც…ასე გაშმაგებით, უსიყვარულოდ დავრევივართ ერთმანეთს და ამ უბედურებას ვაყურებინებთ ჩვენს მტერს, რომელიც ხარობს…მტკივა, მტკივა უსაშველოდ მტკივა!“–ზურა შევარდნაძე

„ჩემთვის ეს უკვე ომია. პირველად ვარ წინასაახალწლოდ ისეთ მდგომარეობაში, რომ არ მაქვს სამზადისი, რა თქმა უნდა, არც არაფრის თავი და განწყობა“, – ამის შესახებ ცნობილი მებაღე, „გარდენია შევარდნაძის“ მფლობელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება.

„ვუყურებ, როგორ უღმერთოდ ექცევიან პოლიციელები ახალგაზრდებს, როგორ უსწორდებიან და ვფიქრობ, ისინიც ხომ ქართველები არიან, ასე როგორ შეუძლიათ? სულ მგონია, პირბადე რომ მოიხსნან, შეიძლება ბევრი მომიტინგე და პოლიციელი ნათესავებიც აღმოვჩნდეთ, ჩვენ ხომ ძალიან ცოტანი ვართ.

ასე გაშმაგებით, უსიყვარულოდ დავრევივართ ერთმანეთს და ამ უბედურებას ვაყურებინებთ ჩვენს მტერს, რომელიც ხარობს.

ამაზე დიდი ომი რაღა უნდა იყოს? ეს ჩემთვის ომია და ომზე მეტიც.

მტკივა, მტკივა უსაშველოდ მტკივა!“ – წერს ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share