მართლა ქრისტიანობა, ნეოქრისტიანობა მოდის საქართველოში, ახალი გადანათვლა მოდის ამ ქვეყნის, – ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„იდეალური კომბინაცია ეწყობა, ფანტასტიკაა, სიზმარში მგონია თავი. ამდენი ხანი ვიცოცხლე ამისთვის, რომ ეს მენახა – ერთიანი საქართველო, ერთი სული, ერთი ხორცი, ერთი ისტორია, ერთი აწმყო და ერთი დიდი მომავალი. ჩვენ ძალიან მაგარ ქვეყანას შევქმნით, ქვეყანა მაგარი გვაქვს, ძალიან მაგარ სახელმწიფოს შევქმნით. ქრისტესმიერი სამართალი იქნება. ამ ქვეყანაში მართლა ქრისტიანობა, ნეოქრისტიანობა მოდის საქართველოში, ახალი გადანათვლა მოდის ამ ქვეყნის. ქოცები რომ ეძებენ ორგანიზატორს, ძვირფასო ქოცებო, მე მინდა, გითხრათ, ვინ არის ამ აქციების ორგანიზატორი, ოღონდ იმას თქვენ ვერასდროს მოერევით, უფალია, ამ აქციების ორგანიზატორი არის უფალი, მაცხოვარი ჩვენი, იესო ქრისტე. იმიტომ, რომ ასეთი სასწაულები ასე მექანიკურად არ ხდება. კოლექტიური გონი, კოლექტიური სული არის შთაბერილი. ამდენი ხალხი ასე ერთიანად, ერთი ინსტინქტით, ერთი გონებით, ერთი სულისკვეთებით, ერთი შეუპოვრობით, ერთი უშიშრობით“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.