2012 წლის შემდეგ “ოცნებისთვის“ ხმა აღარ მიმიცია, რადგან მგონია, რომ თუ საქმეს ვერ აკეთებენ, უნდა გაუშვა – ნატა მურვანიძე

მსახიობ, ნატა მურვანიძის თქმით, მიუხედავად იმის, რომ მან 2012 წელს “ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა, მას შემდეგ არცერთ წელს იგივე აღარ გაუკეთებია.

როგორც მურვანიძემ  განაცხადა, ყველა 4 წლის შემდეგ ცვლილებები აუცილებელია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანები დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებენ.

“მე მგონია, რომ ესენი მოდიან საქმის გასაკეთებლად და კარგად თუ ვერ აკეთებენ უნდა გაუშვა“, – თქვა მურვანიძემ.

”მე ვარ ცვლილებების მომხრე, ნებისმიერ შემთხვევაში და მიმაჩნია, რომ 4 წლის შემდეგ, ცვლილება არის აუცილებელი. მე 2012 წელს რომ მივეცი “ოცნებას“ ხმა, მერე არცერთხელ აღარ მიმიცია და ისეთ ადამიანებს ვაძლევდი ხმას, რომელიც არ ვიცოდი ვინ იყვნენ, რადგან მიმაჩნდა, რომ სხვაც უნდა გაძლიერებულიყო. არ მესმის ჩანაცვლების შემდეგ, რანაირად შეიძლება ამ მდგომარეობაში იყო შეყვარებული რომელიმე გუნდზე, მე მგონია, რომ ესენი მოდიან საქმის გასაკეთებლად და კარგად თუ ვერ აკეთებენ უნდა გაუშვა, – განაცხადა მურვანიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share