„ბიტკოინების საქმეზე“ დღეს სასამართლოზე ე.წ. დაზარალებულ ივანიშვილს გამოკითხავენ

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი განახლდება. დღევანდელ სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვაა დაგეგმილი, რომელიც პროცესს დისტანციურად დაესწრება და სავარაუდოდ სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართება. ივანიშვილი ბრალდების მხარის მოწმეს წარმოადგენს და პროკურატურის თანახმად,  ის საქმეში დაზარალებულია.

 

შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალად ედება დიდი ოდენობით ბიტკოინების მართლსაწინააღმდეგო მითვისება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share