”დღითიდღე, უფრო და უფრო ცხადი ხდება ქართული ოცნების პრორუსულობა, ეს უკვე პრო აღარ არის, ეს რუსულობაა – დათმობა მათი მხრიდან ყველაფრის, რაც მთავარია ამ ქვეყანაში. მათი კამპანია არ არსებობს, შეეძლება ითქვას, რომ უკვე ამ წლის დასაწყისიდან არაფერი გაკეთებულა, აქა-იქ ფულის დარიგების გარდა. არაფერი არ გაკეთებულა ხმების მოსაპოვებლად – რასაც წინასაარჩევნო კამპანია ჰქვია. კამპანია არის მხოლოდ ერთი – შიში, მუქარა, რევანშის დაპირება – დაჭერები იქნებაო [დაპირებები]. არავის არაფერს ჰპირდებიან, პირიქით იქ, სადაც უცებ ჩნდება მათ მიუხედავად ერთობა, სიხალისე საზოგადოებაში, რომელიც შეიძლება გამოიყენო, მითუმეტეს როცა ხარ ხელისუფლება, და ეს ნორმალურმა პარტიებმა იციან, გამოიყენო სათავისოდ, იმისთვის რომ შექმნა შენთვის სასარგებლო პირობები სათავისოდ – ეს იქნება სტატუსის მიღება, თუ ფეხბურთელების და ოლიმპიელების გამარჯვებები, წარმატებები – ეს ყველაფერი, იმის მაგივრად რომ იყოს გამოყენებული ჩვეულებრივად, როგორც ჩვეულებრივ ქვეყანაში, აქ იქნა გამოყენებული მხოლოდ იმისთვის რომ უფრო დაიშალოს, უფრო გაღრმავდეს დაპირისპირება ქვეყანაში, საზოგადოებაში. რას ნიშნავს როცა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ დაპირისპირებას აღვივებს, ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონ იცის, რომ ხმებით ვეღარ იგებს არჩევნებს და უნდა კონფრონტაციით აქ მიიყვანოს ქვეყანა. ამიტომ გვეუბნებიან, რომ გარედან უნდათ რევოლუცია, შიგნითაც “გვინდა”, აქ ყველას, ჩვენც – ეს არის თემა იმისთვის რომ მიგვიყვანონ იქამდე, რომ ძალის გამოყენება მათი მხედველობაში იქნება ლეგიტიმური – თუმცა მას ვერ გამოიყენებენ ამაში დარწმუნებული ვარ”-
დღითიდღე უფრო ცხადი ხდება ოცნების პრორუსულობა, ეს უკვე პრო არაა, რუსულობაა – ზურაბიშვილი
განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.