ოზურგეთის საკრებულოს წევრი თათია ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
”ჩინელები – ანაკლიაშიო, ივანიშვილმა, სამეგრელო – ჩინელებსო, ჩინურ კომპანიას – ზუგდიდიო, ანუ, ათასობით ჩინელი დასაქმდება ანაკლიის პორტშიო, ზუგდიდშიო, სამეგრელოშიო…
მეგრელები ემიგრაციაშიო, სამეგრელოში ჩინელებს დავასახლებო… საქართველო ქართველების გარეშეო! ივანიშვილს სძულს ქართველი ხალხი, განსაკუთრებით მეგრელები; კოლხური გენისთვის, თავიდანვე თვისობრივად შეუთავსებელი იყო ბორენკა ივანიშვილი. რუსმა ოლიგარქმა გადაწყვიტა ახლა უკვე ლოკალურად, სამეგრელოზე იძიოს შური.
საქართველო ივანიშვილის გარეშე” – წერს ნიკოლაშვილი.