”500 ლარიანი ჯარიმებით ვერ შეგვაშინებთ” – ამის შესახებ გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგე ქართველი მსახიობი ანანო მახარაძე საუბრობს. არტისტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მისი მოსაზრება, რომ სასამართლოში დაბარება საზოგადოების დაშინებას ჰგავს და ის მხოლოდ იმიტომ შეარჩიეს, რომ საშიშ კანონს და “ქართული ოცნების” ხელისუფლებას აკრიტიკებს.
”განცდა მაქვს, რომ ეს არის დადგმული სცენარი, ცირკი. პასუხს გვთხოვენ იმისთვის, რომ აქციებზე დავდივართ”- ამბობს მსახიობი.
ანანო მახარაძე მისი კოლეგების განწყობებზე სუაბრობს. მისი თქმით, კულტურის მინისტრს ეგონა, რომ თეატრს მოითვინიერებდა, თუმცა მსახიობები პროტესტს სცენიდან მაინც გამოხატავენ.
“ჩვენ ვხედავთ მსახიობებს, რეჟისორებს, რომლებიც ყოველი სპექტაკლის შემდეგ გამოდიან და საკუთარ სათქმელს აჟღერებენ. ეს საერთო ბრძოლაა, ამიტომ არ გამკვირვებია დღეს ჩემი კოლეგების, მეგობრების სოლიდარობა. მათ (ხელისუფლებას) უნდა გააჩუმოს ის ადამიანები, რომლების ხმა ყველაზე მეტად ისმის სცენიდან – ჩვენი ისნტრუმენტი ეს არის! “- აღნიშნა ანანო მახარაძემ.