“სხვა კი არა, შენი თავი შეიცოდე ადამიანო”!!!

რატომ ხდება, რომ ადამიანები “გამომადგებას” და “რაში გამოვიყენოს” პრინციპით ვმსჯელობთ და ვცხოვრობთ. ხომ შეიძლება ხვალ შენ გახდე მოულოდნელად “გამოუსადეგარი” და რას იზავ მაშინ?! ზურგი რომ შეგაქციოს ყველამ და მით უმეტეს მათ, ვისთვისაც მრავალი სიკეთე გიკეთებია?! როცა გჭირდება რამე და მოულოდნელად დახმარებას ღებულობ, ის ვალია და არა საჩუქარი. ვალი უფლის წინაშე! სხვისგან უანგაროდ გამოწვდილი დახმარების ხელიც ვალია. შენ უფლისგან იღებ სესხს, რომელიც უნდა დააბრუნო თუ მასაც დასჭირდება, არადა სხვა გაჭირვებულს მაინც. სულაც არაა აუცილებელი ვალი ფულადი სახით იყოს. ყოველი მიღებული სიკეთის საფასური სიკეთე, შენც უნდა გაუწიო სხვას. ვისაც ეს ძალიან სჭირდება. ვისაც შენი იმედი აქვს ან თუნდაც არ აქვს. ვალი უფლის წინაშე გაქვს და არა ადამიანის. ამიტომ სიყვარულით მორთული და ბედნიერი სახით უნდა დააბრუნო და არა დაყვედრებით. და რადგანაც ეს ყველაფერი უფლის საქმეა, მაშინ რატომაა რომ, როცა შენ გჭირდება და ხელს გიწვდის, როცა ყოველთვის გვერდით გიდგას და ზურგი არ შეუქცევია. როცა ყოველთვის “გამოსაყენებელი” იყო, მას ღალატობ? ასეთი ადამიანი როგორ უნდა გაცვალო სხვაში? მოატყუო, თვალში ნაცარი შეაყარო… მერე თვალებში შეხედო და ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე, ზღაპარი მოუყვე -“დიდი სიყვარულით” მეგობრობაზე, დაქალობაზე, ძმაკაცობაზე, ნათესაობაზე! გჯერა რომ შენი უგერგილო ზღაპარი დააჯერე?! გჯერა რომ ის სიმართლეს ვერასოდეს გაიგებს?! იქნებ მან უკვე იცის სიმართლე და გცდის?! თვალებში მაინც შეხედე და მიხვდები.იქნებ შეგრცხვეს ასეთ დროს საკუთარი თავის. სხვა კი არა, შენი თავი შეიცოდე ადამიანო!!! დაზღვეული ხარ რომ აღარასოდეს აღარავინ აღარ დაგჭირდება?! რატო ვართ ასეთები? რატო არ ვიცით ერთმანეთის გატანა?
ირმა სარაული
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share