კოსმოსური ნარჩენის დიდი ნაწილი, რომელიც რამდენიმე ტონას იწონის, დედამიწის მიმართულებით უკონტროლო ტრაექტორიით მოემართება და პლანეტას შემდეგ რამდენიმე კვირაში შეეჯახება. როდესაც ეს ნარჩენი დედამიწის ატმოსფეროში შემოიჭრება, ჰაერთან ძლიერი ხახუნის შედეგად ნაწილი დაიწვება, მაგრამ ის იმდენად დიდია, რომ სრულად დაწვას ფიზიკურად ვერ მოასწრებს. საქმე ისაა, რომ გადარჩენილი ნაწილის ტრაექტორიის განსაზღვრა, თუ სად დაეცემა ის, შეუძლებელია.
ობიექტის მოცემული ორბიტის მიხედვით, სავარაუდო შეჯახების ადგილი არის ის განედები, რომლებიც „ნიუ-იორკის, მადრიდისა და პეკინის ოდნავ ჩრდილოეთითაა და ჩილესა და ახალი ზელანდიის ძალიან სამხრეთით“.
კოსმოსური ნაგავი Long March 5B რაკეტის ნაწილია, რომელიც ჩინეთმა დაგეგმილი კოსმოსური სადგურის მშენებლობის ფარგლებში ცოტა ხნის წინ წარმატებით გაუშვა. თითქმის ერთი წლის წინაც მსგავსი ინციდენტი მოხდა, როდესაც ჩინური რაკეტა ატლანტის ოკეანეში ჩამოვარდა, თუმცა, ეს მაშინ გავიგეთ, როცა მან ნარჩენების კვალი აფრიკული სახელმწიფოს, კოტ-დ’ივუარის თავზე დატოვა.
იმ დროისათვის, ექსპერტები თვლიდნენ, რომ ეს ადამიანის შექმნილი ყველაზე დიდი კოსმოსური ნაგავი იყო. ახლა კი შეუძლებელია იმის დაზუსტებით თქმა, თუ რა ბედი ელის დედამიწისკენ მომავალ ნარჩენებს.