ტიკარაძე გარდაცვლილ ექთანზე: “ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი ვაქცინა არ ყოფილა”

ტიკარაძის თქმით, ამაში მოქალაქეები ექსპერტიზის ბიუროში, შესაბამისი კვლევების ჩატარების შემდეგ, დარწმუნდებიან:

დარწმუნებული ვარ, საქართველოში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ გაეცემა ყველა კითხვას პასუხი, რომელიც, რა თქმა უნდა, როგორც რეგულირების სააგენტოს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსაც გააჩნია. ის ღრმა კვლევა, რომელიც მიმდინარეობს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ერთად მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მოქალაქეებს დარწმუნებით ვაცნობოთ იმის შესახებ, რომ ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი არ ყოფილა ვაქცინა და ჩვენ მოქალაქეების ნდობა „ასტრაზენეკას“ მიმართ მნიშვნელოვნად გაიზრდება და ვაქცინაციის პროცესი ჩვეულ რიტმში აღდგება“, – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share