საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში, საგანგებო ბრიფინგზე ქვეყანაში არსებული ვითარება განიხილა – მოქმედმა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს პირდაპირ თქვა, რომ საქართველოში “მე და ჩემი ნაბადის პოლიტიკა ბიძინა ივანიშვილთან ერთად დამთავრდა“.
საქართველოს პრეზიდენტმა “ქართული ოცნების” მოქმედებები პრორუსულად შეაფასა და განაცხადა, რომ დღითიდღე უფრო ნათელი ხდება, რომ მმართველი პარტია საქართველოში რუსულ ინტერესებს ლობირებს.
“ცხადი ხდება მათი პრორუსულობა. ეს პრო აღარ არის, ეს არის რუსულობა” – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
”ამ ქვეყანაში მე და ჩემი ნაბადის პოლიტიკა დამთავრდა და დამთავრდა ბიძინასთან ერთად. ახლა გადავდივართ ახალ ეტაპზე, რომელიც არის დიდი გამოწვევა ყველასთვის. როგორც ვნახეთ ამ მოლაპარალების პროცესში. არ არის ბევრი რამის დათმობა ადვილი და რაც არ უნდა იყოს შეთანხმებული, იმ მთავარ მიზანზე გესმოდეს, რომ ჩვენ ვართ გამომწვევ მომენტში ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ჩვენ ვართ გარდამტეხ მომენტში და ასეც უნდა დავინახოთ არა შიგადაშიგ, არამედ ყოველდღიურად. ამაში ძალიან გვეხმარება “ოცნების” პოლიტიკა. ცხადი ხდება მათი პრორუსულობა. ეს პრო აღარ არის, ეს არის რუსულობა”, – ამბობს პრეზიდენტი.