”მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მოთხოვნები რჩება უცვლელი, თავისუფლება ყველა უკანონოდ დაკავებულ ადამიანს, ვითხოვთ ასევე ხელახალ არჩევნებს და რექტორის გადადგომას. დიალოგზე წასვლას მას შემდეგ, რაც ჩამოვთვალეთ და კიდევ ძალიან ბევრი რამ გვაქვს სათქმელი, ცოტა გვიანია.
მას შემდეგ, რაც საჭმელი არ შემოგვაწოდა, მას შემდეგ რაც ჩანაცვლების უფლება არ მოგვცა, მას შემდეგ რაცთავის ყოფილ სტუდენტებსა და ლექტორს სოლიდარობის ტექსტი არ გამოუქვეყნა, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ და თქვა, რომ მორალურად ეწინააღმდეგებოდა, მას შემდეგ რაც სამჯერ გამოგვიძახა პოლიცია და 45 000 ლარით დაგვაჯარიმა და უნივერსიტეტიდან იძულებით გამოგვიშვა, მას შემდეგ მზაობა დიალოგზე მგონია, რომ უკვე გვიანია.
რაც შეეხება მის სიტყვებს, რომ არ შეიზღუდოს არავის უფლებები სწავლაზე, თუ ჩვენ შევზღუდეთ ჩვენი პროტესტით ვინმეს უფლებები, ეს არის ტყუილი, იმიტომ რომ ჩვენ ვიბრძვით თავისუფალი ნებისთვის, ყველას უნდა ჰქონდეს თავისუფალი ნება და ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ვიღაცას სწავლის უფლება არ ჰქონდეს, ან რაიმე მსგავსი. თვითონ თუ ასე ზრუნავს და აწუხებს სხვა სტუდენტების სწავლის გაგრძელება, თავიდან როდესაც შევედით რექტორთან, შევედით შეხვედრისმოთხოვნით, რომ სოლიდარობის ტექსტი დაეწერათ, ჩვენ არ გვქონდა დაგეგმილი 84 დღე იქ დარჩენა, ამ მიზეზით მაინც დაეწერა სოლიდარობის ტექსტი იმ ხალხისთვის, ვისთვისაც ვთხოვდით.”