“რაც მე ვიცი ჩემი ისტორიიდან, ჩემი ცხოვრებიდან, არის ის, რომ ისინი, რუსები არიან … პუტინი, მოდი ვისაუბროთ პოლიტიკოსებზე, რომლებიც მართავენ რუსეთს, იმიტომ, რომ ხალხის წინააღმდეგი არავინაა, მე ვსაუბრობ პოლიტიკოსებზე – მათ არ ანაღვლებთ არავინ.მე ვცხოვრობდი საქართველოში 2008 წელს და მე ვნახე რა გაუკეთეს მათ ჩემს ხალხს. ასე რომ, რუსები საშიში ხალხია და მე ვფიქრობ, რომ მათი ნდობა არ შეიძლება. ვიმეორებ, მე არ ვსაუბრობ ჩვეულებრივ ადამიანებზე. მე ვსაუბრობ პოლიტიკოსებზე”, – განაცხადა UFC-ს ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ 11 აპრილს, ერთ-ერთ იუთუბ-პოდკასტში სტუმრობისას.