საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტს ეხმაურება და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ ძალის უკანონოდ გამოყენება.
“პოლიციამ და უსაფრთხოების ძალებმა პატივი უნდა სცენ საერთაშორისო კანონებსა და სტანდარტებს ძალის გამოყენებისას. ბრალდებები მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის უკანონოდ გამოყენების შესახებ, მათ შორის ქიმიური გამაღიზიანებლების, წყლის ჭავლისა და რეზინის ტყვიების, დაუყოვნებლად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად უნდა იქნას გამოძიებული. ეჭვმიტანილი სახელმწიფო მოხელეებმა პასუხი უნდა აგონ მიუჯერძოებელი სასამართლოს წინაშე” – წერს ორგანიზაცია.
Amnesty International-ის შეფასებით, 15 აპრილის შემდეგ, როდესაც ქართველმა ხალხმა აქტიურად დაიწყო
სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ გამოსვლები, პოლიციის მიერ, არაერთი შესაძლო კანონდარღვევა და მშვიდობიანი პროტესტისთვის ხელის შეშლის ფაქტი გამოიკვეთა.
- ორგანიზაცია საეჭვოდ მიიჩნევს 15 და 16 აპრილის აქციებზე მოქალაქეების დაკავების საჭიროებას და აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ამ დღეებში მედიის არაერთმა წარმომადგენელმა მიიღო დაზიანება.
- ქიმიური გამაღიზიანებლების [ წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენი გაზის] და წყლის ჭავლის ერთდროულად გამოყენების საჭიროება 30 აპრილს ბუნდოვანია – ეს პრაქტიკა განსაკუთრებით დაუშვებელია მაშინ, თუ პოლიცია ამ საშუალებებს წინასწარი გაფრთხილების გარეშე იყენებს.
- მოქალაქეების დევნა, ცემა და მათზე ფიზიკური ანგარიშსწორე განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი საფრთხეს არ წარმოადგნენე, დაუშვებელია. ორგანიზაცია ცალკე გამოყოფს ქალების ცემას, არასრულწლოვანების დაკავებას და სამართალდამცველების მიერ პროტესტის მონაწილეების ჯგუფურად, ხელკეტით ცემის ფაქტებს.
- სამართალდამცველების გარდა სხვა პირების ჩართვა მოქალაქეების დარბევის პროცესში.
- წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებულთა ადგილსამყოფელის ბუნდოვანება, დაშავებული დაკავებულებისთვის სამედიცინო სერვისების შეფერხებით გაწევა და შეზღუდვა ადვოკატებთან კომუნიკაციაზე.
- დაკავებულების წინასწარი პატიმრობისთვის მაქსიმალური ვადის, 48 საათის გამოყენება დასაბუთების გარეშე.
- ლეტალური იარაღის გამოყენებისას სიფრთხილის ზონებისა და საერთაშორისო სტანდარტების დაუცველობა. კერძოდ, რეზინის ტყვიების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა მკაფიოდ ძალადობრივი ვითარებაა, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს. ასევე, ცრემლსადენი გაზისა ჭურვები და რეზინის ტყვიები არ შეიძლება იქნას დამიზნებული თავის, სხეულის ზედა ან საზარდულის მიდამოებში.
გარდა ამისა, ორგანიზაცია წერს: “ქართული პოლიციის ქმედებები აშკარად ვერ აკმაყოფილებდა საერთაშიროსო სტანდარტებს პოლიციის დემონსტრაციების დროს – განსაკუთრებით 30 აპრილიდან 3 მაისამდე. პოლიციის ბრძანებების შეუსრულებლობის ცაკლეული შემთხვევები ან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა არ იძლევა მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ ქიმიური განაღიზიანებლების, წყლის ჭავლის ან რეზინის ტყვიების გამოყენების საფუძველს. ვერაფერი გაამართლებს პროტესტის მონაწილეების ცემას ან პატიმრობაში მყოფ ადამიანებზე ძალადობას. ხელისუფლების სადამსჯელო ქმედებები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ მიზანი მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დასჯა და შემდგომი პროტესტის თავიდან აცილებაა, რაც არღვევს მშვიდობიანი შეკრების უფლებას”