დიპლომატი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე პასუხისმგებლობას “ოცნებას” აკისრებს

გერმანიაში საქართველოს ექს-ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი ამბობს, რომ თუ ევროკავშირმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმი შეაჩერა, ეს მხოლოდ “ოცნების” პასუხისმგებლობა იქნება.

დიპლომატის განმარტებით, თუ აქამდე ევროკავშირი მესამე ქვეყანას უვიზო რეჟიმს დემოკრატიის მინიმალური სტანდარტის გათვალისწინებით ანიჭებდნენ, ახლა ყველაფერი უფრო გამკაცრდება. მისი თქმით, რისკის ქვეშაა საქართველოც, რადგან ივანიშვილის გუნდს ანტიევროპული და ანტიდემოკრატიული კურსი უკვე გაცხადებული აქვს.

 

როგორც წესი, როდესაც უვიზო რეჟიმს მესამე ქვეყანას ანიჭებდნენ, რა თქმა უნდა, რაღაც მინიმალურ დემოკრატიულ სტანდარტს ითვალისწინებდნენ, მაგრამ ახლა უკვე გაჩნდება ძალიან მკაფიო პოლიტიკური ურთიერთობების, ადამიანის უფლებების დარღვევის, საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა და ა.შ.

თუ გადმოვიტანთ ქართულ კონტექსტში ამ ყველაფერს, ჩვენ ვნახეთ, რომ მიიღო ევროკავშირმა გადაწყვეტილება, რომ საქართველოს დიპლომატიურ პასპორტებს გაუუქმდათ ე.წ. ეს უვიზო რეჟიმი.

 

ჩვენ ამ კომპონენტს საერთოდ ვერ ვაკმაყოფილებთ ანუ ოფიციალურად გაცხადებული გვაქვს ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული კურსი. არა მარტო ის რისკი კი არაა, რომ ეს უვიზო რეჟიმი დავკარგოთ, არამედ აქამდე რაც უკვე ხელშესახები სიკეთეები გვაქვს დაკარგული, – ამბობს დიპლომატი.
ევროკავშირი უვიზო რეჟიმის წესებს ცვლის – როგორც “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტის რიკარდ იოზვიაკის მიერ მომზადებულ სტატიაშია ნათქვამი, ევროკავშირი აპირებს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას, რაც ბრიუსელს გაუადვილებს უვიზო რეჟიმის გაუქმებას 61 ქვეყნისთვის, რომლებიც ამჟამად ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობენ, მათ შორის არიან კანდიდატი ქვეყნები:  დასავლეთ ბალკანეთი, უკრაინა მოლდოვა და საქართველო.

 

გასულ კვირას გაიმართა მოლაპარაკებები ევროკომისიის, ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის და სამივე ინსტიტუტი ცდილობს ამ საკითხზე შეთანხმებას პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში მიაღწიოს და შესაძლოა ახალი კანონი უკვე შემოდგომის დასაწყისში ამოქმედდეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share