კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი, ნუგზარ წიკლაური ფიქრობს, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება “ავტოკრატიის ნორმალიზაცია” იქნება.
მისივე შეფასებით, “ქართული ოცნების” პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღება ხაზის გადასმა და უარყოფა იქნება ყველა იმ პროცესის, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში განვითარდა.
”ქართული საზოგადოება შეთანხმდა, რომ ხელისუფლებაში გვყავს ხალხი, რომელიც ერთი მხრივ, აყალბებს არჩევნებს, მეორე მხრივ, მათთვის მისაღებია ევროპული გეზის დაკარგვა, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნონ. ახლა ვართ იმ კარიბჭესთან, მოხდება თუ არა ავტოკრატიის ნორმალიზაცია. ამის ერთ-ერთ სიმბოლოდ გადაიქცევა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, არჩევნებში მონაწილეობის მიღება/არ მიღება. მე ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება ნიშნავს აღიარებას იმისა, რომ ის ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელმაც გაყალბებული არჩევნები ჩაატარა, ჩვენ მიმართ მიღებულია როგორც მსაჯული. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ მთელი ამ 6 თვის განვითარება რაც იყო, რის გამოც ამდენი ხალხია ციხეში გამოკეტილი, ბევრი სცემეს, უარის თქმაა ამ ყველაფერზე”. – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.