ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, თორნიკე გოგუაძე “ნაციონალურ მოძრაობას” ტოვებს და “კოალიცია ცვლილებებისათვის” გურიის რეგიონალური ლიდერ ხდება.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” კოალიციიდან აცნობეს.
თორნიკე გოგუაძე მეორე დეპუტატი იქნება ბადრი კილაძის შემდეგ, ვინც “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა და “ახლებს” შეუერთდა.
თანამდებობა – კოალიცია ცვლილებებისათვის – გურიის რეგიონალური ხელმძღვანელი – მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ის ირინა ინარიძემ, მიმდინარე წლის დასაწყისში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.
თორნიკე გოგუაძე მოვალეობის შესრულებას ამ დღეებსი შეუდგება და ის მხარის პარალელურად, ოზურგეთის რაიონულ ორგანიზაციასაც უხელმძღვანელებს.