”სტრატეგიული პარტნიორობა ნიშნავს ორმხრივ მეგობრობას და თუკი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი არც სავაჭრო ურთიერთობაში მოგყვება, არც ფრენებს გიხსნის, არც ვიზებს გაძლევს შენს მოქალაქეებზე, აქ თამამად უნდა დასვა ეს საკითხები და ჩვენ ამას ვაკეთებთ.
ჩინეთმა, მაგალითად, ეს ძალიან მოკლე დროში მოახერხა და გააკეთა, რაც ძალიან კარგია. ბევრმა მოიშველია არგუმენტი, თითქოს ჩინეთს ბევრ ქვეყანასთან აქვს გახსნილი სავიზო რეჟიმი და ამერიკას არა. თუ არ ვცდები, 40-ზე ნაკლებ ქვეყანასთან აქვს გახსნილი სავიზო რეჟიმი ჩინეთს, 40-ზე მეტ ქვეყანასთან აქვს გახსნილი აშშ-ს. ამიტომ არის რაღაც ზღვარი, როდესაც სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, პატარა ქვეყანა, თუნდაც ჩვენხელა და ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა, ყველაფერს აკეთებს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავიდეს, თუმცა შემხვედრი ნაბიჯები არ იდგმება, ეს ძალიან სამწუხაროა.”