პრინცესა ტერეზა გურიელი Therese princesse de gouries

გურიის უკანასკნელ მთავარის ორი ქალიშვილი სარა და ტერეზია 1828 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგ რუსებმა პეტერბურგში წაიყვანეს. რუსი მწერალი ქალი ალექსანდრა სოკოლოვა (1833-1814) თავის მემუარებში განსაკუთრებულ ადგილს უთმობს ტერეზა გურიელს, რომლის პირველ ნაწილსაც ქვემოთ გთავაზობთ.
.
“დიდი თავადის ქალი ტერეზა გურიისკაიას (Princesse de Gouries) პიროვნება ერთმნიშვნელოვნად ყოველმხრივ ბრწყინვალეა. იგი გახლდათ რომელიღაც მფლობელი მთავრის შვილი, რომელმაც თავისი ნებით თუ ნების გარეშე უარი თქვა თავის მინიატურულ ტახტზე და რუსეთის ქვეშევრდომი გახდა. თავადის ქალი ტერეზა მე გავიცანი, როცა ის 20-23 წლის ზრდასრული გოგონა გახლდათ.
.
ტერეზამ დაასრულა ჩემი დეიდის კლასი სანამ სმოლნიში ერთად ჩავირიცხებოდით და იგი გახლდათ 1842 წლის გამოშვება.
.
სმოლნის ქრონიკების მიხედვით, ამ სამთავროს დაპყრობამდე თუ შემოერთებამდე, მფლობელი და პირდაპირი მემკვიდრეები იყო ორი თავადის ქალი: ტერეზა და სარა. რა დროსაც თავადის ქალების ასაკს შორის დიდი სხვაობა გახლდათ, სარა 13-14 წლისა გახლდათ, ხოლო ტერეზა 5 ან 6 წლისა.
.
ძლიერი, ამაყი და ამპარტავანი სარა არავის და არაფერს არ ემორჩლებოდა, იგი გამონაკლისის გარეშე ყოველივე რუსულს განსაკუთრებული მძვინვარებით მტრობდა. ხოლო პატარა ტერეზა კი პირიქით ძალიან კეთილი და მიმნდობი ბავშვი იყო, სარას 16 წლის ასაკში ჭლექი შეეყარა, ავადმყოფობისას მას პატარა დაიკო არ მოშორებია და ყველანაირად ცდილობდა დაემშვიდებინა და ენუგეშებინა იგი.
.
ამავე სულისკვეთებით იყვნენ სარას მიმართ განწყობილნი სამეფო გვარის პირები, რომლებიც ყველანაირად მფარველობდნენ ობოლ თავადის ქალებს. როგორც კი სარა 16 წლისა გახლდა იმპერატრიცამ მას განსაკუთრებული რესკრიპტით გაუგზავნა ფრეილენის ბრილიანტის შიფრი.
.
თუმცა მოხდა ერთი ეპიზოდი, რის შედეგადაც სარა ვერ გახდა ფრეილენი. ამ ეპიზოდის შემდეგ მან ერთი წელიც კი ვერ იცოცხლა. სარას გარდაცვალების შემდეგ პატარა ტერეზა გადაყვანილი იქნა სმოლნის მონასტერში, სადაც იგი სპეციალური ზრუნვისათვის მიაბარეს ინსპეკტრისა მადმუაზელ უსლარს.
.
თავად მარტოხელა და ობოლი, ასევე ბუნებისაგან დასჯილი (მადმუაზელ უსლარი გახლდათ ჩია ტანისა და წელში სრულიად მოხრილი) გაუთხოვარი შინაბერა მხურვალედ მიეჯაჭვა ძალიან ლამაზ და განსაკუთრებული თავისთვადობის მქონე ბავშვს.
.
როგორც ამბობდნენ ტერეზა გახლდათ სრულიად არაჩვეულებრივი ადამიანი; მასში მძლავრად იყო თავმოყრილი ყველა ჩვეულება და მისწრაფებანი ნახევრადველური აზიური ხალხებისა. მას ბაშვობაში უყვარდა იატაკზე დაჯდომა, საათობით თავისთვის მღეროდა რაღაც მძიმე და გამაღიზიანებლად ერთფეროვან სიმღერებს, ჰქონია არაბავშვური ჰომერული მადა, ნაცვლად თეთრი პურისა, რასაც სხვა ბავშვები მიირთმევდნენ იგი ითხოვდა კარაქიან შავი პურის კიდეს, ასევე არღვევდა ინსტიტუტის უმკაცრეს განკარგულებას და ითხოვდა მიეტანათ მისთვის მჟავე კიტრი, რომელიც აკრძალული იყო ყველა ბავშვისათვის და ამ აკრძალვის გამო ერთგვარ ნუგბარადაც ითვლებოდა.
.
ეს ყველაფერი გახლდათ თქმულება უდიდესი სილამაზის მქონე ტერეზას ბავშვობაზე, რომელსაც ჩვენს დროს უკვე ეკავა ცალკე ოთახი, მისივე განუყრელი მადმუაზელ უსლარის საცხოვრებელი სადგომის გვერდით. მაგრამ ახალგაზრდა თავადის ქალის ორიგინალობა შკარად მიანიშნებდა იმაზე, რომ მისი ბავშვობის შესახებ თქმულება აშკარად სცოდავდა.
.
ტერეზა იყო ბრწყინვალე და გამოირჩეუოდა ჩვეული ქართული მძიმე სილამაზით; იყო თეთრი, სრული ტანითა და ოდნავ მოხრილი ცხვირით, დიდი ნუშისებრი თვალებით, – იგი გამოირჩეოდა რაღაცნაირი ძალის მქონე დომინირებული ხმით და ჰომერული სიცილით, რომლის ხმა კარგად იყო ცნობილი იყო სმოლნის მონასტრის ყველა ბინადრისათვის.
.
მეფის საგვარეულო ყოველთვის ყურადღებით ეპყრობოდა ტერეზას, სარას გარდაცვალების შემდეგ კი კიდევ უფრო დიდად იჩენდა მისდამი ყურადღებას.
.
ტერეზას პატარა კაპრიზებს მადმუაზელ უსლარი უმალვე ასრულებდა, იმპერატორის ასულები კი იმპრატორისა და იმპერატრიცის ბრძანების თანახმად ტერეზას უწოდებდნენ „Ma cousine”.”
.
ა. სოკოლოვას მეუარები (თარგმნილია რუსულიდან – მეორე ნაწილს ალბად შემდეგში გამოვაქვეყნებ)
.
დიმიტრი ერმაკოვის ფოტო – თავადის ქალი გურიიდან (ეროვნული ფოტომატიანე)
შეიძლება იყოს 1 ადამიანი-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share