“ნასაკირალის ბრძოლამ მძლავრი ბიძგი მისცა რუსეთის იმპერიაში შეიარაღებულ აჯანყებას და დიდ ხნის განვლის შემდეგაც კაზაკები ერთმანეთს ეკითხებოდნენ: ,,Накирали знаешь?””-ირაკლი მახარაძე

ნასაკირალის ბრძოლამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა უკლებლივ ყველაზე და მძლავრი ბიძგი მისცა რუსეთის იმპერიაში შეიარაღებულ აჯანყებას. თურმე ამ ამბებიდან დიდ ხნის განვლის შემდეგაც კაზაკები ერთმანეთს ეკითხებოდნენ: ,,Накирали знаешь?~ ,,ნასაკირალი გაგიგონია?~ (ნასაკირალს ისინი `ნაკირალს~ ეძახდნენ). აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით კომუნისტებმა ისტორია გადაწერეს ისე, რომ სტალინი ნასაკირალის ბრძოლის და ლამის გურიის მთელი აჯანყების ხელმძღვანელად წარმოაჩინეს. ამით სურდათ, ბელადის სახე კიდევ უფრო მეტი შარავანდედით შემოსილიყო, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეეფერებოდა. ნასაკირალის შეტაკება მართლაც ჯუღაშვილის დაგეგმილი რომ ყოფილიყო, იმ უთვალავ მემაუარში, რაც ქართველმა ბოლშევიკებმა დატოვეს, ეს ფაქტი აუცილებლად იქნებოდა ნახსენები. პოლიტიკურ სიტუაციას გურიაში მაშინ მენშევიკები წარმართავდნენ. ბოლშევიკი თენგიზ ჟღენტი აღნიშნავდა (მისი ცოლი ბენიას და იყო), რომ საქართველოში პარტ-ორგანიზაციები მენშევიკების ხელში იყო.[22] რეალურად კი რუსეთის იმპერიის მასშტაბით, მხოლოდ საქართველოში არ ასახავდა სახელწოდება „მენშევიკი~, ანუ „უმცირესობა~, რეალობას.

Irakli Makharadze

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share