“ქართულ ოცნებას” თავისუფალი მედიის ეშინია – კრემერი

“ქართულ ოცნებას” თავისუფალი მედიის ისე ეშინია, როგორც ვამპირს შუქის, – ამის შესახებ ევროპარლამენტში მიმდინარე სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს ევროპარლამენტარმა, ტობიას კრემერმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, “ქართულმა ოცნებამ” გამოცემა “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დირექტორი, მზია ამაღლობელი ციხეში სწორედ იმ შიშის გამო ჩასვა, რომელიც კრემერის თქმით, ივანიშვილს ხახლის მიმართ გააჩნია.

”მასმედიის თავისუფლება არ გახლავთ ფუფუნება, ეს არის დემოკრატიული საჭიროება. ამას ემალება ავტოკრატია და ამის გამო, საქართველოს ხელისუფლებამ ციხეში ჩასვა მზია ამაღლობელი. ეს არ არის იზოლირებული შემთხვევა, 400 საქართველოს მოქალაქე პატიმრობაშია, ისინი ნაწამები არიან.

მმართველ პარტია ქართულ ოცნებას ეშინია თავისუფალი მედიის ისე, როგორც ვამპირს ეშინია შუქის, რადგან მათ შეუძლიათ მხოლოდ სიბნელეში გადარჩნენ. ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს ეშინია მზის შუქზე გამოსვლა, რადგან ხალხის ეშინია და ვერ გამოდის პუტინის რეჟიმის ჩრდილიდან, რადგან საქართველო არასდროს იცხოვრებს ისე, როგორც რუსეთი.

თავისუფალი საზოგადოება არის ყველაზე ძლიერი იარაღი ტირანიის წინააღმდეგ, ჩვენ უნდა მოვთხოვოთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოვიდეს ჩრდილიდან, შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა და მისცეს საშუალება მოსახლეობას, თავისი მომავალი თავისუფლად აირჩიოს, სინათლის შუქზე.” – განაცხადა ტობიას კრემერმა.

შეგახსენებთ, ამ წუთებში ევროპარლამენტში მზია ამაღლობელის საქმესა და საქართველოში მედიის მგომარეობის შესახებ განხილვა მიმდინარეობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights