ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
”ივანიშვილმა და რუსებმა რამდენჯერმე დაგვტესტეს.
2016 წელს, არჩევნების წინ ააფეთქეს გივი თარგამაძე.
ჯერ ერთი, საზოგადოებამ გაატარა. “პადუმაეშ”, ნაცი ააფეთქეს.
უფრო მეტიც, “ოცნებამ” მოახერხა და მის მიერ არაკონტროლირებად მედიაშიც კი დაამკვიდრა, რომ “გივი თარგამაძის მანქანა (!)” ააფეთქეს.
გივი კი არა. მანქანა.
და ამ დროს გივი მანქანაში იჯდა.
ამიტომ ვართ ამ დღეში, რომ ქოცური ჭუჭყით გვაქვს სავსე გონება და მეტყველება.
ამ წუთას გივის 7-თვიანი პატიმრობა გამოუცხადეს.
სოლიდარობა გივი თარგამაძეს და ყველა პოლიტიკურ პატიმარს.” – წერს ჭიაბერაშვილი.