უკრაინამ ვოლგოგრადში Су-34 ტიპის ორი ბომბდამშენი გაანადგურა – უკრაინის უსაფრთხოების სამსახური

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იტყობინება, რომ უკრაინამ ვოლგოგრადის ოლქის მარინოვკას აეროდრომზე ორი რუსული გამანადგურებელ-ბომბდამშენი გაანადგურა და ორი დააზიანა – მათივე ცნობით, მტრის გამანადგურებლებს უპილოტო საფრენი აპარატებით დაარტყეს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური წერს, რომ იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა აეროდრომის ტექნიკურ-საექსპლუატაციო ნაწილში, რომელიც სამხედრო ობიექტის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას წარმოადგენს.

”უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთობლივი სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომლის შედეგადაც აეროდრომ მარინოვკაზე ორი რუსული გამანადგურებელ-ბომბდამშენი “სუ-34” გაანადგურეს და კიდევ ორი დააზიანეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights