კროვოი-როგის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ ვილკული ხერსონის ოლქში რუსების მიერ მშვიდობიან მოსახლეობაზე მიტანილ იერიშებს იხსენებს და ამბობს, რომ მათ ცეცხლი გაუხსნეს ნავს, რომელშიც მშვიდობიანი მოქალაქეები ევაკუაციისთვის იმყოფებოდნენ.
მისივე თქმით, ოკუპანტებმა იცოდნენ, რომ ნავზე მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ. ამ სამხედრო დანაშაულზე კი, ისინი პასუხს ჰააგის სასამართლოში აგებენ.
“ხერსონის ოლქში სოფლები, რომლებიც მტრისგან გაათავისუფლეს, საშინელ ისტორიებს ვაწყდებით, მაგალითად როგორ გააუპატიურეს 16 წლის ფეხმძიმე გოგო, ასევე 78 წლის ბებია ამის პატიება შეუძლებელია. დღეს დილით, კახოვსკის წყალსაცავთან მარიანსკის რაიონში, პატარა ნავი დაცხრილეს, რომელიც ხერსონის დროებითი ოკუპირებული პეტუმინსკიდან მოცურავდა. ნავზე 14 ადამიანი იყო, გრანდები დაუშინეს, ნაპირიდან 70 მეტრში მოცურავდა. 2 მამაკაცი და 2 ქალი ნავზე დაიღუპა, 13 წლის ბავშვი კი, მოგვიანებით, 2 უგზო-უკვლოდ დაიკარგა, 7 ადამიანი კი საავადმყოფოშია მოთავსებული, ეს ამ ნავის მეორე შეუსრულებელი, მეშვიდე რეისი იყო. ამ ნაბ**ვრებმა იცოდნენ, რომ ნავზე მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ. ეს სამხედრო დანაშაულია, ამაზე ჰააგა დაგელოდებათ ნაბ**ვრებო! არ გაპატიებთ, ან გავიმარჯვებთ ან დავიხოცებით დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ ! “, – ამბობს ალექსანდრ ვილკული.