“ბატონო მინისტრო, თუ არ ვცდები, გყავთ 6 მოადგილე…საქართველოს ზომის ქვეყნისთვის ნამეტანი ხომ არაა…ხომ არ გებევრებათ?”-არმაზ ახვლედიანი ფინანსთა მინისტრს

ბატონო მინისტრო, თუ არ ვცდები, გყავთ 6 მოადგილე, საქართველოს ზომის ქვეყნისთვის ნამეტანი ხომ არაა, ხომ არ გებევრებათ? – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს, რომელსაც საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში უსმენენ.

როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, ფინანსთა სამინისტრო უნდა იყოს მაგალითის მიმცემი სხვა სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, როგორ დაზოგოს სახელმწიფო ხარჯი.

„თქვენ, ბატონო მინისტრო, თუ არ ვცდები გყავთ 6 მოადგილე, საქართველოს ზომის ქვეყნისთვის ნამეტანი ხომ არაა, ხომ არ გებევრებათ? თუ ჩავალთ და ვნახავთ სამინისტროს სტრუქტურას და არა მარტო თქვენი სამინისტროსი, არამედ მთლიანად სახელმწიფო მოწყობის სტრუქტურას დღევანდელ საქართველოში, პარლამენტის ჩათვლით, აღმოვაჩენთ, რომ ძალიან ბევრი ხარჯი არის ფუჭი, უსარგებლო. მე მგონია, რომ ეს არის თემა, რაზეც მინიმუმ თქვენ, როგორც მინისტრი, განსაკუთრებულად უნდა ზრუნავდეთ. მე გთხოვთ, გვითხრათ რას აპირებთ ამ მიმართულებით,“- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share