document.body.remove()
გურიის მოამბე

სუფსაში სამაშველო ოპერაცია დასრულდა-მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს

მაშველები და მყვინთავები, სოფელ სუფსაში, მდინარე სუფსაში, 15 წლის მოზარდს, რამდენიმე საათის განმავლობაში  ეძებდნენ.

როგორც  “გურიის მოამბეს” სუფსიდან გვატყობინებენ, რამდენიმე წუთის წინ, მაშველებმა, გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის გვამი მდინარეში იპოვეს.

მოზარდი, მის თანატოლთან და მეზობელთან, გვერდითი სოფელ ჩოჩხათიდან, ერთად, მდინარეში იმყოფებოდა, როცა მოულოდნელად ის დინებამ ჩაითრია და მისი ნახვა ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights