“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის პროგნოზით, საქართველო ევროკავშირისგან უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით, ყველაზე “ნაკლებს” მიიღებს. თუმცა, ნიკა გვარამიას თქმით, ევროპამ არ უნდა ჩაუკეტოს საქართველოს კარი:
“ჩვენ აუცილებლად რამეს მივიღებთ, მე გამიხარდება, რომ მივიღოთ ყველაზე მეტი, მაგრამ , ენის მოჩლექით არ უნდა ვილაპარაკოთ, ეს არ მოხდება. ჩვენ რაღაცას მივიღებთ, მაგრამ მივიღებთ ყველაზე ნაკლებს უკრაინასთან შედარებითაც და მოლდოვასთან შედარებითაც…ჩვენ ვართ მაჩანჩალები, მაგრამ ევროპასაც უნდა ახსოვდეს, რომ თუ ჩვენთან დიალოგს ფორმატს არ დაიტოვებს და სრულად ჩაგვიკეტავს კარებს, რასაც მე გამოვრიცხავ, მაშინ ეს მაჩანჩალობაც დაიკარგება და ჩვენ ვიქნებით რუსეთის მაჩანჩალები, ამიტომ არც ეს არ უნდა მოხდეს” ამბობს ნიკა გვარამია.