გურიის მოამბე

რევოლუცია დაიწყო – მურთაზ ზოდელავა

დღეს რევოლუცია დაიწყო – ამის შესახებ მურთაზ ზოდელავამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არ არის პროცესი , რომელიც ორ საათში დასრულდება და შეიძლება დღეებშიც გაიწელოს, მაგრამ მთავარი არსი იმაშია, რომ  ყრილობაზე ხალხმა უარი გამოუცხადა ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ქვეშ ცხოვრებას.

გამარჯვება აუცილებლად იქნება – ამბობს პოლიტიკოსი.

დაიწყო რევოლუცია, დაიწყო საერთო სახალხო მშვიდობიანი რევოლუცია, ამიტომ კი არ დაკომპლექსდეს ვინმე, უი 4-ში ვერა, ორ საათში რევოლუცია არ ხდება ჩემო კარგო. დაიწყო რევოლუცია და ეს რევოლუცია თავის შედეგს დადებს აუცილებლად. აამიტომ, ყველა ვისაც არ უნდა ივანიშვილის ქვეშ ცხოვრება, ბოლომდე უნდა დავდგეთ. მე არვიცი ნახეთ თუ არა კადრები, მე ჩემი სხეულით შევერკინე მათ და პირად მაგალით ვაძლევ ხალხს, როგორც ხაბეიშვილმა მისცა მაგალითი. არ გამოვა არაფერი პირადი მაგალითის მიცემის გარეშე. დაიწყო რევოლუცია, აგერ ასი ათასობით ადამიანია მიიღო, გამოუცხადა უარი ივანიშვილს, რომ იცხოვროს მის ქვეშ და ის ყრილობა, სადაც ხალხმა თქვა რომ არ გვინდა ივანიშვილი. ის უნდა წაეთრეს ან ჩაჯდეს ციხეში, ეს აუცილებლად მოხდება, ამიტომ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. ეს შეიძლება რამდენიმე დღიანი იყოს, მაგრამ გამარჯვება აუცილებალდ იქნება, უბრალოდ ორსაათიანი და სამსაათიანი პროცესი კი არ არის, დაიწყო ის მნიშვნელოვანი ფაზა, როცა ქართველი ხალხი აუმბოხდა ივანიშვილს. აგერ ხალხო რამდენი ადამიანი გამოვიდა, ნიჰილიზმს კი ნუ ეძებთ, მოძებნეთ არსი”, – ამბობს მურთაზ ზოდელავა. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights