ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი პენიტენციური სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ კადრებს ეხმაურება, სადაც მიხეილ სააკაშვილზე ძალადობაა ასახული, და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,
როგორც პარლამენტარი წერს, საქართველოს მთავრობის მიერ ამ კადრების გავრცელება სავალალოა.
“საქართველო შეძრწუნებულია მესამე პრეზიდენტის, მიხილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობით. საქართველოს მთავრობის მიერ ამ კადრების გავრცელება სავალალოა. საქმე სულ უფრო პოლიტიკური ხდება და “ქართული ოცნება” უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას. საქართველო უკეთესს იმსახურებს”, – წერს კრამონი.