არ ვნანობ, რაც გავაკეთე! რაც არ უნდა იყოს შედეგი, მზად ვარ ვატარო, როგორც ღირსების ბეიჯი, – ამის შესახებ მარინა ოვსიანიკოვამ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
მისი თქმით, არ აქვს ინფორმაცია რა ელის მომავალში, თუმცა როგორც ადვოკატისგან მიიღო განმარტება, მას შესაძლოა, 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდეს.
„არ ვიცი, რა მელის უახლოეს პერიოდში. ჩემმა ადვოკატმა განმიმარტა, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიხედვით შესაძლოა, 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მემუქრებოდეს. ამას არ ვნანობ, თუმცა თქვენი მხარდაჭერა მჭირდება,“- განაცხადა ოვსიანიკოვამ.
მან სოციალურ ქსელში სტატუსი უკვე შეიცვალა, სადაც მითითებულია, რომ ის პირველი არხის ყოფილი რედაქტორია.
ცნობისთვის, გუშინ მარინა ოვსიანიკოვა რუსეთის პირველი არხის პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო განცხადებებითა და პლაკატით შევარდა.