ევროპარლამენტის წევრი, მარკეტა გრიგოროვა ამბობს, რომ მზადდება რეზოლუცია საქართველოს შესახებ, ასევე, განიხილება მედიატორთა ჯგუფის საქართველოში გამოგზავნა.
გრიგოროვამ ფორმულას უთხრა, რომ მედიატორთა ჯგუფში შევლენ როგორც პოლიტიკოსები, ასევე ექსპერტები.
“ძალიან სამწუხაროა ოპოზიციის ლიდერის დაკავება იმ დროს, როცა დემოკრატია კრიზისშია, ოპოზიცია პრეტენზიას გამოთქვამს არჩევნების გაყალბების გამო და არ შედის პარლამენტში. მმართველი პარტია და მთავრობა ამ გზით კრიზისს ვერ მოაგვარებენ.
ქართული ოცნების წევრები მარწმუნებდნენ, რომ ყველაფერს აკეთებდნენ სიტუაციის დასამშვიდებლად. მაგრამ ვითარება პირიქით, მწვავდება და ბევრად უარესი ხდება.
ვამზადებთ რეზოლუციას ევროპარლამენტისთვის, ასევე განვიხილავ მედიატორთა ჯგუფის შექმნის შესაძლებლობას, რომელსაც ევროკავშირი საქართველოში გამოაგზავნის. მსგავსი პრეცედენტი გქონდა სერბეთში, სადაც ჯგუფი ჩავიდა ევროკავშირიდან და მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასვა. ვფიქრობ, რომ საქართველოში არსებული სიტუაცია ამის გაკეთებას მოითხოვს. ჯგუფში საჭიროა შევიდნენ არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ ექსპერტებიც. გვინდა, მივაღწიოთ შედეგს და არა იდეოლოგიაზე დისკუსიის გამართვას”. – თქვა მარკეტა გრიგოროვამ.