BBC აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ბოდიშს უხდის | ამის შესახებ მაუწყებლის ხელმძღვანელმა, სამირ შაჰმა განაცხადა და თქვა, რომ აღიარებენ, რომ “ტრამპის სიტყვით გამოსვლის რედაქტირებამ შეცდომაში შემყვანი შთაბეჭდილება შექმნა”

„დავასკვენით, რომ სიტყვით გამოსვლის რედაქტირება ძალადობრივი ქმედებებისკენ პირდაპირი მოწოდების შთაბეჭდილებას მართლაც ქმნიდა. BBC-ის დაშვებული შეცდომის გამო ბოდიშის მოხდა სურს” | თქვა მან

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ტიმ დეივი BBC-ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც Telegraph-მა მაუწყებელში მიკერძოების შესახებ გამოძიება ჩაატარა. სამსახური დატოვა მაუწყებლის ახალი ამბების აღმასრულებელმა დირექტორმა, დებორა ტერნესმაც. ამის შემდეგ ტრამპი სამაუწყებლო კორპორაციას სასამართლოში ჩივილით დაემუქრა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: