„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი მედიების მხარდაჭერის კამპანიას და თბილისის წიგნის დღეებზე, სერია „Magnum
Opus“-ის ყველა გაყიდული ეგზემპლარიდან შემოსულ 30%-ს გადარიცხავს მათ ანგარიშზე.
გავაძლიეროთ ერთმანეთი!
https://sinatle.media
Magnum Opus ლათინურად მთავარ, ყველაზე მნიშვნელოვან წიგნს ნიშნავს. ფიქრი. სიტყვა. აზრი. ქმედება. განსჯა-ანალიზი. ამ სერიის დიდებული ავტორები გვიყვებიან ყველაფერზე – თითქმის ყველაფერზე – ადამიანის არსზე, მასაზე და საზოგადოებაზე, თავისუფალ სიტყვასა და დიალოგზე, რომელსაც ინდივიდი სამყაროსთან წარმართავს.








