ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის აწ უკვე ყოფილი უფროსი, გია ანთაძე, თანამშრომლებს დაემშვიდობა.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს”, დასუფთავების სამსახურიდან აცნობეს.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შეიცვლება ყველა ა(ა) იპის ხელმძღვანელი, პირველ რიგში კი კულტურის ცენტრისა და სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების.
მისი ადგილმონაცვლის ვინაობა ცნობილი დღეს გახდება.
ანთაძე ამ სამსახურს, ავთანდილ თალაკვაძის მერობის პერიოდში ხელმძღვანელობდა.
მისი კანდიდატურა ოზურგეთის მერობის პოსტზეც განიხილებოდა “ქართული ოცნების” მხრიდან, თუმცა მოგვიანებით, არჩევანი პაატა კუნჭულიაზე გაკეთდა.








