გურიის მოამბე

“130-ზე მეტ შ ს ს-ს თანამშრომელს თავშესაფრის მიღებისას ნათქვამი აქვთ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაზე”

ეს იდიოტები გაკვირვებულები არიან, საიდან გაიგო BBC-მ, თუ რა ტიპის მომწამვლელ გაზს იყენებდნენ (???) – და ავიწყდებათ ის, რომ არაოფიციალური მონაცემებით 130-ზე მეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, რომელმაც თავშესაფრის მისაღებად ჩააბარა ინტერვიუ ევროპაში და ამერიკაში, სადაც დაწვრილებით აქვთ აღწერილი, მათი ნების საწინააღმდეგოდ, როგორ აიძულებდნენ ზემდგომი პირები, გამოეყენებინათ ისეთი ქიმიური ნივთიერებები, რომელიც კონვენციის შესაბამისად აკრძალული იყო.
ასე რომ, მინდა იცოდეთ, გამოძიება ექიმების, ან დაზარალებულების მიერ მიცემულ ინფორმაციას კი არა, პირველ რიგში, თქვენივე პოლიციელების მიერ ჩაბარებულ ინტერვიუებს დაეყრდნო და ცნო, როგორც მტკიცებულებად.
ბევრს ნუ იწვალებთ, დაადგინოთ ამ ადამიანების გვარი და სახელი. იმედი მაქვს, იმდენი მაინც იცით, რომ მათ საერთაშორისო სამართლის კონვენციებს იცავთ.
პ.ს. სამწუხაროდ მე ვერ ვიპოვე წინა წლების სატელევიზიო გადაცემები სადაც ქართველ ჟურნალისტებს ვესაუბრები აღნიშნულ თემაზე და ამის შესახებ ჩემს ფბ. პოსტსაც დავსქრინავ” | წერს სოციალურ ქსელში ნუგზარ სულაშვილი
📍 1 დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა საგამოძიებო ფილმი, სადაც ნათქვამია, რომ ოცნებამ პროევროპული აქციების მონაწილეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნაერთი, აკრძალული “კამიტი” გამოიყენა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights