პრეპარატი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულ მძიმე ავადმყოფებში სიკვდილობას ამცირებს-რას ამბობს ცერცვაძე

რო­გორც თენგიზ ცერ­ცვა­ძე აცხა­დებს, ე.წ. არას­ტან­დარ­ტუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­დან ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბაა „ინ­ტერ­ლე­ი­კინ-6” – ის (IL-6) რე­ცეპ­ტო­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სპე­ცი­ფი­კუ­რი მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი – ტი­ცი­ლი­ზუ­მა­ბი, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა COVID-19-ის დროს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ე.წ. ცი­ტო­კი­ნუ­რი შტორ­მის სამ­კურ­ნა­ლოდ. “ა.წ. იან­ვარ-თე­ბერ­ვალ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით სწო­რი გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი მძი­მე და კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე COVID-19-ით ავად­მყო­ფებ­ში სარ­წმუ­ნოდ ამ­ცი­რებს სიკ­ვდი­ლო­ბას, პა­ცი­ენ­ტე­ბის ჰოს­პი­ტალ­ში და­ყოვ­ნე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბას და მე­ქა­ნი­კუ­რი ვენ­ტი­ლა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბას. ჩვენ ტო­ცი­ლი­ზუ­მაბს წარ­მა­ტე­ბით ვი­ყე­ნებთ ჯერ კი­დევ COVID პან­დე­მი­ის ად­რე­უ­ლი პე­რი­ო­დი­დან, თუმ­ცა რიგი ობი­ექ­ტუ­რი, თუ სი­ბი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო ამ მე­დი­კა­მენტს ყვე­ლა COVID კლი­ნი­კა დღემ­დე არ იყე­ნებს, რა­საც არა­ვით­რი გა­მარ­თლე­ბა არა აქვს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share