გურიის მოამბე

“რაღაცები საფიქრალი მაქვს” – ზურაბ ჯაფარიძე გირაოს გადახდაზე

გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს არ აქვს გადაწყვეტილი, გადაიხდის თუ არა ე.წ საბოტაჟის საქმეზე შეფარდებულ 30 000-ლარიან გირაოს.

“მარტო ჩემი ამბავი არ არის ეს ამბავი, ჩემმა ქმედებამ მათ შორის შეიძლება განაპირობოს, სხვა პოლიტიკოსებს რისი გაკეთება მოუწევთ მერე, ამიტომ რაღაცები საფიქრალი მაქვს” – ამბობს ჯაფარიძე.

ე.წ საბოტაჟის საქმეზე გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერს ზურა ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიებად 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მან თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. ასევე, ჯაფარიძეს პროკურორის ნებართვის გარეშე აეკრძალა საზღვრის კვეთა – ჩამოართვეს როგორც პასპორტი, ისე პირადობის მოწმობა. მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა ამ გადაწყვეტილებით ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ზურა ჯაფარიძეს ბრალდება 8 ნოემბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარუდგინეს. ეს გულისხმობს საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას. ითვალისწინებს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights