უკრაინაში თვეზე მეტია რუსეთი ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს. რუსი აგრესორები არამხოლოდ სამხედრო პირებს ერჩიან, არამედ ისინი უმწეო ქალებს, ბავშვებს და ცხოველებსაც კი არ ინდობენ. უკრაინულ ტელეგრამარხებზე მორიგი საზარელი კადრები ვრცელდება, სადაც დამწვარი ცხოველებია აღბეჭდილი. კერძოდ, გავრცელებულ ფოტოში ნაჩვენებია ჰოსტომელის ცხენსაშენის დამწვარი ბინადრები.