“აცრების გარეშე და იმუნიზაციის გარეშე ეს პანდემია არ დამთავრდება. მთავარი გზა პანდემიის დასრულებისკენ, გადის ჩვენს ქცევებზე. ანუ ყველას გვიკეთია დღეს ნიღბები, მივეჩვიეთ ამას, არა? აუცილებელია და დაგვჭირდება კიდევ გარკვეული პერიოდი. თუ ავიცრებით ორჯერ უკვე ჩვენი მოსახლეობის 60%, გარე სივრცეში ნიღაბს მოვიხსნით, ანუ თუ ჩამოგვიყალიბდა კოლექტიური ანუ საზოგადოებრივი იმუნიტეტი.
ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, აქტიურად მივიდეთ ამცრელ პუნტებში და ავიცრათ. […]
უნდა ვეცადოთ, რომ მაისი-ივნისში ყოველდღიური აცრის რაოდენობა გვქონდეს 5-6 000-ის ფარგლებში” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.