დავით შარაშიძე საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს
ჩოხატაურის მუნიციპალური საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე, ჩოხატაურის საკრებულომ, თანამდებობიდან გადააყენა.
თავმჯდომარეობის მოვალეობას, პირველი მოადგილე, ზაალ მამალაძე შეასრულებს.
ამის შესახებ, “გურიის მოამბეს” ჩოხატაურის საკრებულოდან აცნობეს.
საკრებულოს სხდომა ეს წუთია დასრულდა.
შარაშიძე, გუშინ, სამართალდამცველებმა, ოზურგეთის ერთ ერთ რესტორანში, პოლიციელის ცემის ბრალდებით დააკავეს.
პოლიციის მიერ იძებნება კიდევ ორი პირი.








