გურიის მოამბე

იდგა თუ არა გუბაზ მეფის სასახლე გუბაზეულისა და სუფსის შესართავში

იდგა თუ არა გუბაზ მეფის სასახლე გუბაზეულისა და სუფსის შესართავში
.
პროფესორი იოსებ მეგრელიძის ვარაუდით მდინარეების სუფსისა და გუბაზეულის შესართავში გუბაზ მეფის სასახლის არსებობას (ლაზიკის მეფე გუბაზ II, ახალი წელთაღრიცხვის VI საუკუნე), რაც თავისთავად ამ ადგილზე ლაზიკის ერთერთი მნიშვნელოვანი ცენტრის არსებობას გულისხმობს.
.
ზემოხსენებულთან დაკავშირებით პროფესორი იური სიხარულიძე წერს – „ჩვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში დაგვაინტერესა ბატონი პროფესორის ასეთმა ვარაუდმა და ვცადეთ ეს ვარაუდი ისტორიულ-გეოგრაფიული კვლევითაც გაგვემყარებინა. მოვიარეთ ის ადგილი, სადაც მეფის სასახლე ივარაუდებოდა და ამანაც რამდენადმე წაგვწია წინ.
.
განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ეს ადგილი. ამ სამოთხისებურ მიდამოს მართლაც შეიძლება მიეპყრო მეფის ყურადღება. ამ ადგილისა და მისი მიდამოების არქეოლოგიური შესწავლაც, ვფიქრობთ, არ ჩაივლის უქმად და შეიძლება ისეთი ძეგლებიც გამოვლინდეს, რომელსაც დღეს არავინ ელოდება.“
.
პროფესორი ნიკო ბერძენიშვილი კი პირდაპირ უთითებს დაახლოებით იგივე ადგილზე ანტიკური ნავმისადგომის არსებობის ფაქტზე. კერძოდ კოლექტივიზაციისა პერიოდში ისტორიული ძგელების განადგურებისთან დაკავშირებით წერს – „ანასეულის მეტეოსადგურმა ნეოლითური ადამიანის ნაბინევი მოშალა, ხოლო გორაბერეჟოულის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმმა, გურიის ერისთავთა ნასახლევს უფრო ძველი, ანტიკური ხანის, ნავსადგომევიც მიაყოლა.“
.
ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ გურიაში ჩამოსული ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე აღნიშნავს რომგურიაში არსებული ნაგებობის დიდი ნაწილი დაშენებული იყო უძველეს ნაგებობზე ან უძველესი ნაგებობის მასალები გამოყენებულიიყო საამშენებლოდ – “ამ ქვეყანაში ყოველთვის ვხედავთ ახალს ძველზე აგებულს”.
.
– პროფესორი იური სიხარულიძე – გაზეთი ალიონი 12.10.2012 წელი #40
– ნიკო ბერძენიშვილი – „საქართველოს ისტორიის საკითხები“ წიგნი V (1971)
– Dubois de Montperreux, Frédéric: Voyage autour du Caucase, chez les Tscherkesses et les Abkhases, en Colchide, en Géorgie, en Arménie et en Crimée; Tome III. (1839)

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights