გურიის მოამბე

“ეს მარტო განათლების სისტემისთვის კი არ იქნება დამაზიანებელი, არამედ მთელი ქვეყნისთვის” – გია ბუღაძე

“ეს მარტო განათლების სისტემისთვის კი არ იქნება დამაზიანებელი, არამედ მთელი ქვეყნისთვის” – ამის შესახებ გია ბუღაძემ განაცხადა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქციას შეუერთდა.

გია ბუღაძის თქმით, თუ თსუ და სტუ “ჩამონგრევა, ჩამოინგრევა სხვა უნივერსიტეტებიც”.

,,ეს მარტო განათლების სისტემისთვის კი არ იქნება დამაზიანებელი, არამედ მთელი ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ რეალურად, განათლებაზე დგას ქვეყანა. თუ განათლება არ იქნება იმ დონეზე, რა დონეზეც უნდა იყოს და რასაც ვაშენებდით ათწლეულების განმავლობაში ეგ თუ ჩამოიშალა, და ჩამოიშლება აუცილებლად, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაც აღარ იქნება. ახალგაზრდები გაიქცევიან, იმიტომ, რომ აქ რა უნდა გააკეთონ? თვითრეალიზებას ვერ მაოხდენენ. ხომ თქვა მათმა ერთ-ერთმა იდეოლოგმა, ან დეპრესიაში ჩავარდებიან, ან გაიქცევიანო. მათ არ სჭირდებათ თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი. თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი ის ადამიანია, რომელსაც ვერ დაიმორჩილებ, ვერც მონად, ვერც მსახურად აქცევ. საერთოდ, თუ ეს ორი უნივერსიტეტი ჩამონგრევა, ჩამოინგრევა სხვა უნივერსიტეტებიც, ნუ ჰგონიათ სხვა პედაგოგებს და პროფესორებს, რომ ისინი გადარჩებიან. მე მიმაჩნია, რომ დღეს ყველა პროფესორი, ყველა სტუდენტი აქ უნდა იყოს და უთანაგრძნობდეს ამ საშინელ დრამას, რომელიც დღეს საქართველოში ტრიალებს, – ამბობს გია ბუღაძე. 

ცნობისთვის, “ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights