გურიის მოამბე

რუსეთის მიერ შექმნილი ოლიგარქი და ირანის მეგობარი ოცნება” – განცხადებები ჰელსინკის კომისიიდან

საქართველოს განვითარების მთავარ დაბრკოლებად ივანიშვილი შეერთებულ შტატებში გამოაცხადეს. ჰელსინკის კომისიის სხდომაზე “მაკკეინის ინსტიტუტის” წარმომადგენელმა ამერიკულ საზოგადოებას დეტალურად მოუყვა, როგორ ართმევს ივანიშვილის ხელისუფლება საქართველოს განვითარების შანსს, როგორ იღებს რეპრესიულ კანონებს განსხვავებული აზრის გასაჩუმებლად და როგორ ამოავსო ციხეები პოლიტიკური პატიმრებით. “ირანთან მოთანამშრომლე, რუსეთის შექმნილი ოლიგარქი” – ასე ხედავს ივანიშვილს და მის გუნდს სპეციალისტი, რომელმაც ქართულ ოცნებასთან საქართველოში წლები იმუშავა.

ივანიშვილი ერთ საათიან სხდომაზე არაერთხელ ახსენეს. მომხსენებლები ფიქრობენ, რომ სასანქციო პოლიტიკა სწორია, თუმცა მათი ნაწილი თვლის, რომ მეტი ეფექტის მისაღებად სანქციებს სტრატეგიული საუბარიც უნდა დაემატოს. ასე დასანქცირებული პარტნიორებთან მეტად ანგარიშვალდებული იქნება, რადგან მოლაპარაკებების გარეშე სანქციებმა შესაძლოა უკუშედეგი გამოიწვიოს და ავტორიტარიზმი გააძლიეროს.

მომხსენებლებს ფუნქციები გადანაწილებული ჰქონდათ, შესაბამისად სხდომაზე საქართველოს შესახებ სრული სურათი შეიქმნა. კლერ კაიზერმა უფრო მეტად “ოცნების” საგარეო პრიორიტეტებზე ილაპარაკა.

“ივანიშვილის პოლიტიკის ცვლილებამ საქართველოს როლი დააკარგვინა, როგორც პარტნიორებთან, ასევე რეგიონში, სადაც წლები ლიდერობდა”, – ითქვა ამერიკის კონგრესში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights