გურიის მოამბე

მოვითხოვ, ყველა დამნაშავე ფიგურანტი, მაღალჩინოსანი თუ დაბალჩინოსანი, კანონის შესაბამისად იქნეს დასჯილი! – ნიკო კვარაცხელიას დედა

“მოვითხოვ, ყველა დამნაშავე ფიგურანტი, მაღალჩინოსანი თუ დაბალჩინოსანი, კანონის შესაბამისად იქნეს დასჯილი!” – ამის შესახებ თბილისში მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ის უკანონობას არაფრით დაუშვებს და ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე არცერთი ადამიანი უკანონოდ არ დაისჯება.

,,მეგობრებო ნიკო კვარაცხელიას ვერაგული მკვლელობის საქმეზე არცერთი ადამიანი უკანონოდ არ დაისჯება, ჩემი შვილის თანატოლებს როგორ შემიძლია ბრალი რამეში დავდო. მეტსაც გეტყვით ჩვენთვის ტრაგედიაა რა კადრებსაც ვუყურებ!

მაგრამ მოვითხოვ!

ყველა დამნაშავე ფიგურანტი, მაღალჩინოსანი თუ დაბალჩინოსანი, კანონის შესაბამისად იქნეს დასჯილი! უკანონობას არაფრით არ დავუშვებ!

ჭელიძემ და კავილაძემ წერტილ-მძიმით ყველაფერი თავად დაფქვა, ვიდეოც კი არსებობს!

კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს ვერ გერთვებით ჟურნალისტებს, გაუგონარი ამბები მესმის და ვერ ვუძლებ!” – წერს იზა ომაძე. 

პროკურატურის ინფორმაციით, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა გახსნა – მკვლელობის დამკვეთად ყოფილი პრემიერი-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანია და ძმები  – დავით და გურამ კაკულიები დასახელდნენ.

როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა გიორგი მიქაიამ განაცხადა, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა სწორედ ზურაბ ჟვანიას შვილის, ბუსა ჟვანიას სახლში იგეგმებოდა.

საქმის მასალების მიხედვით, ბესარიონ ჟვანია მის ნაცნობებს ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, შესთავაზა მათ ძმები კაკულიების შეკვეთით მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის ფარგლებში, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights