გურიის მოამბე

როგორ ხედავს “ოცნებაზე” გამარჯვების გზას – ხაბეიშვილის გზავნილები სასამართლოდან

„ყველა დაიჭირეს, ვინც ვამხილე“ – ეს იყო ლევან ხაბეიშვილის მთავარი გზავნილი მის დღევანდელ სასამართლო პროცესზე. ოპოზიციის დაკავებულმა ლიდერმა განაცხადა, რომ ხელისუფლება წლების განმავლობაში კორუფციაში იყო ჩაძირული და მის მიერ გაჟღერებული ბრალდებები მაშინ არასერიოზულად ფასდებოდა.

ხაბეიშვილმა პროცესზე გაიხსენა განცხადებები, რომლებიც წლების წინ გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებით. მისი თქმით, მაშინდელი ბრალდებები უარყოფილი იყო, თუმცა დღეს გამოძიება ქოლ-ცენტრების შესაძლო დანაშაულებრივ სქემებზე საუბრობს.

საქმის მასალებში ფიგურირებენ სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებიც. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება სწავლობს შესაძლო კავშირებსა და გარემოებებს, რომლებიც აღნიშნულ საქმეებს უკავშირდება.

ლევან ხაბეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის სასამართლო სხდომათა დარბაზი პრაქტიკულად ერთადერთი სივრცეა, სადაც საჯაროდ შეუძლია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. მისი ადვოკატების განცხადებით, დაცვის მხარე უკვე რამდენიმე თვეა ითხოვს საქმის მთავარი მოწმეების დაკითხვას.

საქმის განხილვა გრძელდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights