უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურმა მოიპოვა ახალი რუსული დოკუმენტები, სადაც ომის შედეგად მიყენებული ზარალია შეფასებული | განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ
„უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურმა მოიპოვა ახალი რუსული დოკუმენტები, რომლებიც აგრესორი ქვეყნის ომისდროინდელ ზარალს აფასებს. მნიშვნელოვანია ის, რომ ეს არის უშუალოდ რუსეთის შიდა შეფასება ის, რის დამალვასაც ისინი ცდილობენ როგორც მსოფლიოსგან, ისე საკუთარი შიდა აუდიტორიისგან.პირველი მთავარი ინდიკატორი მოქმედი ნავთობის ჭაბურღილების შემცირებაა. მხოლოდ ერთმა რუსულმა ნავთობკომპანიამ და თანაც არა ყველაზე დიდმა, იძულებით უკვე დაახლოებით 400 ჭაბურღილი დახურა. რუსული ნავთობმოპოვების სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს მნიშვნელოვანი დანაკარგია, რადგან რუსეთში ჭაბურღილების ხელახლა ამუშავება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ნავთობმომპოვებელ სხვა ქვეყნებში…
ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინული შორ მანძილზე მოქმედი სანქციები ნამდვილად ეფექტურია და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი აქტიური მოქმედებების ამ მიმართულების მასშტაბების გაზრდას.
ჩვენთვის იმედისმომცემად გამოიყურება მიმდინარე წლის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლებიც, რომელმაც ამ წლის მეხუთე თვისთვის თითქმის 80 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რასაც თან ახლავს რუსეთის რეგიონული ბიუჯეტების მნიშვნელოვანი ნაწილის გაკოტრებაც“ | განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკი.
ამასობაში,

ვიქტორ ბარანეცი (რუსი სამხედრო ჟურნალისტი, პუბლიცისტი და თადარიგის პოლკოვნიკი, რომელიც ამჟამას მუშაობს “კომსომოლსკაია პრავდას” სამხედრო მიმომხილველად):
“პასუხი ძალიან მარტივია. ეს ჩვენი სისუსტეა. თუ მტრის დრონები უკვე აღწევენ სტრატეგიულ სიღრმეებში და ფეთქდებიან ურალამდეც კი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ან მისი გადაჭერის შესაძლებლობები დაგვაკლდა, ან — პროფესიონალიზმი. ჩვენ ხშირად უბრალოდ ვერ ვხედავთ ამ დრონებს. სწორედ ამიტომ ხვდება დარტყმები თქვენ მიერ ხსენებულ ტერიტორიებს.
“ჩვენი მხრიდან რაიმე მასშტაბური სახმელეთო შეტევითი ოპერაციის განხორციელების იმედი არ უნდა გვქონდეს. დრონების წყალობით საბრძოლო მოქმედებები პოზიციურ ჩიხშია შესული, საიდანაც გამოსვლა მხოლოდ საჰაერო შეტევითი ოპერაციითა შესაძლებელი, მაგრამ მე ვერ ვატყობ, რომ ჩვენი სამხედრო-საჰაერო ძალები ამისთვის ემზადებოდნენ. ამ დროს კი უკრაინის არმია გეგმავს ბრძოლაში ჩართოს პილოტირებადი ავიაცია, შეიარაღებული უკრაინული წარმოების პლანირებადი ბომბებით” – განრისხებული წერს ცნობილი რუსი იმპერიალისტი, ჟურნალისტი მაკსიმ კალაშნიკოვი
Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის მიერ თხევადი ბუნებრივი გაზის ექსპორტის აზიის მიმართულებით დივერსიფიკაცია, ევროპული ბაზრის დაკარგვის შემდეგ, მის შემოსავლებს შეამცირებს, რადგან ტრანსპორტირების ხარჯები მინიმუმ 2-ჯერ გაიზრდება.
ევროკავშირი გეგმავს, 2027 წლის დასაწყისიდან სრულად შეწყვიტოს რუსული LNG-ის იმპორტი, როგორც მოსკოვზე სასანქციო ზეწოლის ნაწილი უკრაინაში მიმდინარე ომის გამო.
უკრაინული ტექნოლოგიური განვითარებისა და ტერორისტული სახელმწიფოს სიღრმეებში დრონებით მასობეივი დაბომბვების ფონზე რუსი პროპაგანდისტების “წკნავილი” დაუღალავად გრძელდება:
– “უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, როგორც სარაკეტო, ისე დრონების თავდასხმები, უფრო ხშირი გახდა და ისეთ რეგიონებსაც კი ხვდება, რომლებიც მანამდე არასდროს ყოფილა მიზანში ამოღებული.”
– “თქვენი აზრით,არის ეს რაღაც ჭკვიანური ტაქტიკა, რომლის საწინააღმდეგო მოქმედებაც ჯერ კიდევ ვერ ვისწავლეთ?” —
ჩვენ, კი ჩამოვაგდებთ ხოლმე მათ, მაგრამ საქმე ისაა, რომ მტერი მუდმივად აუმჯობესებს თავის შემტევ იარაღს. ჩვენ, თავის მხრივ, ვცდილობთ გავაუმჯობესოთ ჩვენი თავდაცვის სისტემები, თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ აღმოვჩნდით მომენტში, როდესაც მათი თავდასხმის საშუალებები აჭარბებს ჩვენს თავდაცვის საშუალებებს”
“როგორც ბიჭები მწერენ ფრონტიდან, უკრაინელებმა სწრაფი და ჩუმი “ჰორნეტებით” (ამერიკული წარმოების ბარჟირებადი საბრძოლო მასალა) დარტყმების მიყენება დაიწყეს ჩვენი “მოხალისეთა კორპუსის” ხუთივე ბრიგადის შტაბებზე. იგივე “ჰორნეტები” საბრძოლო შეხების ხაზიდან 120 კმ-ის სიღრმეში ჩვენს ლოგისტიკას არღვევენ.”








